საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას "ნაყოფიერად" აფასებს. ამის შესახებ მან twitter-ის გვერდზე დაწერა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკურ გარემოში, ნატოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის თანმიმდევრულ და მტკიცე მხარდაჭერას არსებითი მნიშვნელობა აქვს.
"ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა იენს სტოლტენბერგთან. დღეს, გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკურ გარემოში, ნატოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის თანმიმდევრულ და მტკიცე მხარდაჭერას არსებითი მნიშვნელობა აქვს. როგორც ბრძოლაში გამოწრთობილი პარტნიორი ქვეყანა, მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაღრმავებას, რასაც საბოლოოდ შედეგად მოჰყვება ნატოს წევრობა”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.