16 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
თელავის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა - დეპუტატებმა რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის საკითხის ადმინისტრაციულ წარმოებაში მიღებას დაუჭირეს მხარი. 

ხელფასების გაზრდაზე შემდგომ განხილვებზე იმსჯელებენ და საკითხს თვის ბოლომდე დაამტკიცებენ, რისთვისაც სახელფასო ფონდს ბიუჯეტში 1 200 000 ლარი დაემატება. 

იზრდება მუნიციპალიტეტის მერის ხელფასიც და ის 5063 ლარით განისაზღვრება, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის კი 4 ათას ლარზე მეტი იქნება. ხელფასები გაეზრდებათ სხვა საჯარო მოხელეებსაც.

დღესვე, დეპუტატებმა იმ ცვლილებების შესახებაც იმსჯელეს, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარისთვის 3 მოადგილის  დანიშვნასა და მათთვის თანამდებობრივ სარგოს ითვალისწინებს.

სხდომას ესწრებოდნენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც, თუმცა ისინი ცვლილებების განხილვაში მონაწილეობს მხარს არ უჭერენ.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ამბობენ, ქვეყანაში მიმდინარე მძიმე სოციალურ- ეკონომიური მდგომარეობის  გათვალისწინებით, სირცხვილია ხელფასების გაზრდა.
რაც შეეხება საკრებულოს კომისიებს, ისინი მუშაობას დღეიდან იწყებენ.

დღის ამბები