16 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
2021 წელს ჩვენ გავხსენით ეროვნული ეკონომიკა, ბიზნესს დავუბრუნეთ სიმშვიდე და პროგნოზირებადობის განცდა - ნათია თურნავა 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას "მინისტრის საათის" ფორმატის ფარგლებში უსმენენ, განაცხადა, რომ 2021 წელი, თვისობრივად განსხვავებული იყო, ვიდრე წინა, 2020 წელი. 

"2021 წელი იყო თვისობრივად განსხვავებული ვიდრე წინა, 2020, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიცოდით პანდემიასთან ბრძოლის სხვა, უფრო ეფექტური მეთოდი, საზღვრების და ეკონომიკის ჩაკეტვის გარდა და შესაბამისად, გაჩერებულ ეკონომიკასაც ვერაფრით ვეხმარებოდით წერტილოვანი სუბსიდიების გარდა.

ამ თვალსაზრისით, 2021 წელი გახდა ნამდვილი გარღვევის ეტაპი. გავხსენით და აღვადგინეთ ეროვნული ეკონომიკა, შევქმენით ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობისთვის ხელსაყრელი გარემო, ბიზნესს დავუბრუნეთ სიმშვიდე და პროგნოზირებადობის განცდა,"- განაცხადა ნათია თურნავამ

დღის ამბები