16 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს პროფესიული წევრების არჩევის წესი შეიცვალა

82 ხმა არცერთის წინააღმდეგ - პარლამენტის გადაწყვეტილებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს პროფესიული წევრების არჩევის წესი შეიცვალა.

მმართველი უმრავლესობის მიერ რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ერთხმად - მესამე მოსმენით დაამტკიცეს.

მიღებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის პროცესი გამარტივდა - თუ აქამდე ოთხი კენჭისყრა იყო საჭირო, ორი კენჭისყრის ჩატარება საკმარისი იქნება.

მხარდაჭერილი პროექტის თანახმად, პარლამენტი ცესკოს წევრებსა და ცესკოს თავმჯდომარეს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.

დღის ამბები