03 მაისი 2024,   17:22
ვრცლად
ავსტრიამ სამედიცინო სუიციდის შესახებ კანონი დაამტკიცა

ავსტრიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი სამედიცინო სუიციდს შესახებ, რაც ქრონიკული და განუკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანებს უფლებას აძლევს თავად მიიღონ გადაწყვეტილება სუიციდს შესახებ, თუმცა იგივე კანონი ამ გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების გარემოებებსაც მკაცრად გაწერს

ავსტრიის იუსტიციის მინისტრის, ალმა ზადიჩის განცხადებით, ყველას სურს, რომ ოჯახის წევრები და ახლობლები სიცოცხლის ბოლო წლებში თუ წუთებში თავს კარგად გრძნობდნენ: "ამასთანავე ყველას გვსურს, რომ მათ ღირსეულად გაატარონ თავიანთი ბოლო წლები და იღებდნენ აუცილებელ და ყველა საჭირო თანადგომას. ამასთან, არავინ არის ვალდებული აირჩიოს გარდაცვალების ფორმა, როცა არსებობს სხვა ვარიანტებიც. არავინ უნდა ირჩევდეს ამ გზას პირადი სიტუაციის, ფინანსური მდგომარეობის ან ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე," - აცხადებს ქვეყნის იუსტიციის მინისტრი.

ავსტრიის პარლამენტის უმრავლესობით დამტკიცებული კანონი ძალაში 2022 წლის 1 იანვრიდან შევა და წესების დეტალებიც კანონში გაიწერება. ადამიანები, რომლებსაც სურვილი ექნებათ სამედიცინო სუიციდით ისარგებლონ, ვალდებული იქნებიან კონსულტაცია მინიმუმ ორ ექიმთან გაიარონ, თვითმკვლელობის განაცხადი კი ნოტარიუსთან ან ადვოკატთან უნდა დამტკიცდეს.  

დღის ამბები