03 მაისი 2024,   16:36
ვრცლად
დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი - ქვეყნები სადაც კოვიდის რეკორდული დღიური მაჩვენებელი ფიქსირდება რეგულაციებს ამკაცრებენ

5 მილიონზე მეტი გარდაცვლილი და 279 მილიონი ინფიცირებული - ასეთია ეპიდვითარება მსოფლიოში. სამედიცინო საზოგადოების პროგნოზი არასახარბიელოა, სპეციალისტების თქმით, "ომიკრონი" რომელიც უკვე 77 ზე მეტ ქვეყანაშია მალე დომინანტი შტამი გახდება და დელტას ჩაანაცვლებს.

დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი - ეს ის ქვეყნებია სადაც კოვიდით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი ფიქსირდება.

რთული ვითარებაა შეერთებულ შტატებშიც. "ომიკრონი" უკვე ამერიკის 33 შტატშია, სწრაფი გავრცელების უნარის გამო ექსპერტები ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის საფრთხეზე ალაპარაკდნენ. ახალი შტამთან საბრძოლველად რეგულაციებს ამკაცრებს იტალია, საბერძნეთი და პოლონეთიც.

დღის ამბები