03 მაისი 2024,   18:07
ვრცლად
ჩვენ არ დავთმობთ ძირითად პრინციპებს, რომლებზეც აგებულია ევროპული უსაფრთხოება - ჯენ ფსაკი

ჩვენ არ დავთმობთ ძირითად პრინციპებს, რომლებზეც აგებულია ევროპული უსაფრთხოება, მათ შორის იმას, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი საგარეო პოლიტიკის ჩარევის გარეშე - აღნიშნული განცხადება თეთრი სახლის პრეს სპიკერმა რუსეთის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებული ხელშეკრულებების პროექტების შეფასებისას გააკთა.

როგორც ჯენ ფსაკი ამბობს რუსეთის მხრიდან შეთავაზებულ წინადადებებს ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან განიხილავენ.

მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გუშინდელმა განცხადებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან ნებისმიერი დიალოგი ურთიერთგაგების საფუძველზე უნდა წარიმართოს. როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერი ამბობს NATO-ს შეშფოთება რუსეთის სახიფათო და მუქარის შემცველი ქცევის შესახებ ეფუძნება ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს და ფუნდამენტურ დოკუმენტებს.

დღის ამბები