რა არის საჭირო შერიგებისთვის - სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებული გზავნილები პოლიტიკურ სპექტრში კვლავ განხილვის საგანია.
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის განცხადებით, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარი მმართველობის პერიოდი გააანალიზოს, რადგან კახა კალაძის თქმით, ყოფილი ხელისუფლების განვლილი 9 წელი ისტორიაში შევა როგორც - ყველაზე მძიმე, ყველაზე ბოროტი, ყველაზე სისხლიანი.
"პირველ რიგში, ვფიქრობ, "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს გასაანალიზებელი თავიანთი მმართველობის 9-წლიანი პერიოდი, თუ რამხელა ტრაგედია იყო ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს იყო უმძიმესი 9-წლიანი პერიოდი, რომელიც საქართველოს უახლოეს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე მძიმე, ყველაზე ბოროტი, ყველაზე სისხლიანი. რაც შეიძლება რომ ადამიანმა გაიფიქროს, ყველაფერი იკადრეს და გაუკეთეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ეს არის უმძიმესი 9-წლიანი მმართველობის პერიოდი,"- განაცხადა კალაძემ.