28 აპრილი 2024,   15:27
ვრცლად
მსოფლიო კორონავირუსის მორიგ დარტყმას იგერიებს - არაერთ ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების დიდი ნაწილი უკვე "ომიკრონის" შტამია

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში 82 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც  გასული კვირის მონაცემებთან შედარებით 72%-ით მაღალია. ამ დროისთვის ქვეყანაში "ომიკრონის" შემთხვევები 37 ათასს სცდება.

პოლონეთში ახალი შტამი სულ 7 ადამიანში გამოვლინდა. მთავრობა ხალხს აფრთხილებს, რომ ვირუსი უპრეცედენტო ტემპით გავრცელდება.

ჯანდაცვის წარმომადგენლების თქმით, უცნობია როგორ წინააღმდეგობას გაუწევენ ანტისხეულები "ომიკრონს"კოვიდგადატანილ ადამიანებში.

რთული ეპიდვითარების გამო შეზღუდვები ამოქმედდა ნიდერლანდებში. 14 იანვრამდე დაიხურა მაღაზიები, რესტორნები, მუზეუმები.

"ომიკრონის" პირველ შემთხვევას ადასტურებს ირანიც. ირლანდიაში კი აცხადებენ, რომ ახალი ვარიანტი უკვე დომინანტური შტამია, რადგან ბოლო 24 საათში დაფიქსირებული შემთხვევების 52% სწორედ "ომიკრონს" უკავშირდება. 

დღის ამბები