16 ნოემბერი 2024,   11:03
ვრცლად
საქართველოს სივრცითი დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები მომზადდა - ირაკლი ქარსელაძე

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 14 საკითხზე იმსჯელა. სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის წევრებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, საქართველოს სივრცითი დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები მომზადდა.

როგორც მან მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, აღნიშნული ცვლილებები არის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და დასაქმებას.

"საქართველოს სივრცითი დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები მომზადდა, რომელიც დაინიცირდება და რომლის ფარგლებშიც შემოვიდა ჩვენი ტერიტორიის განმარტება და რეალურად ეს არის ახალი შესაძლებლობა, რომ დაინტერესებულმა ინვესტორებმა, თუ კერძო პირებმა მოახდინონ შესაბამისი ტერიტორიების ათვისება განაშენიანებისთვის," - განაცხადა ქარსელაძემ.

დღის ამბები