03 სექტემბერი 2026,   22:15
ვრცლად
ვილაპარაკოთ აფხაზეთზე - პროექტი, რომლის მიზანიც ახალგაზრდებისთვის უკეთ აფხაზეთის გაცნობაა 

"ვილაპარაკოთ აფხაზეთზე," - ასე ჰქვია პროექტს, რომლის მიზანიც ახალგაზრდებისთვის უცნობი აფხაზეთის გაცნობა და საქართველოს ამ კუთხის შესახებ აქამდე უცნობი ინფორმაციის მოძიებაა.

ღონისძიებაზე ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეთა ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები არიან ჩართული პროექტში, რომლებმაც მოახდინეს თავიანთი ემოციების გადატანა კრებულში.

"მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტში ჩართულია ჩვენი ახალგაზრდობა. არა მხოლოდ ის, ვინც პირდაპირ არის დაკავშირებული აფხაზეთთან. მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან ახალგაზრდები ჩართულები პროექტში, რომელმაც ამ პერიოდის განმავლობაში მოახდინეს თავისი ემოციების გადატანა ამ კრებულში,"- ამბობს რუსლან აბაშიძე.

პროექტი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ნამუშევარია.

დღის ამბები