03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
მაშველებმა გომბორის გზაზე ხუთი მგზავრი გადაარჩინეს

გვიან ღამემდე მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გომბორის გზაზე. მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ჰიდროელექტრო სადგურთან მდებარე გვირაბიდან ავტომობილის ამოყვანას ცდილობდნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გზის სავალი ნაწილიდან KIA-ს მარკის ავტომობილი წყალში გადავარდა. შემთხვევის დროს მანქანაში 5 მგზავრი იმყოფებოდა. ისინი დროულად ამოიყვანეს და სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა თბილისში გადმოიყვანეს. დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დღის ამბები