"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები თბილისში დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად ქუთაისიდანაც დაიძრნენ.
ავტოკოლონები დედაქალაქისკენ მოემართებიან, მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. თბილისში დაანონსებულ აქციას ქუთაისიდან სამასამდე ადამიანი შეუერთდება.
ექს პრეზიდენტის მხარდამჭერები თბილისისკენ მოდიან სამეგრელოდანაც. აქტივისტები, რომლებიც აქციაზე დასასწრებად ზუგდიდიდან მოდიან, აცხადებენ რომ მიხეილ სააკაშვილის დევნა უნდა დასრულდეს