16 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე ენმ-ის აქცია იწყება

ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" აქცია იწყება. აქციის მონაწილეები მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მიემართებიან. 

მთავარი მოთხოვნა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. პარტია მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდება.

"კურიერი" მიხეილ სააკაშვილის ძმას, დავით სააკაშვილსაც გაესაუბრა, რომელიც აქციაზე იმყოფება.

"მე ვიმყოფები აქ როგორც ძმა, როგორც რიგითი მოქალაქე და მივესალმები ყველანაირ წამოწყებას, რომ მშვიდობიანი გზით, მშვიდობიანი მოთხოვნით ვიხილოთ ჩემი ძმა გისოსებს გარეთ. მე ვუსურვებ მხნეობას, განეხორციელებინოს რა ჩანაფიქრიც აქვს,"- აცხადებს დავით სააკაშვილი.

ენმ-ის წევრის, ნუგზარ წიკლაურის თქმით, აქციით სამი მთავარი მოთხოვნა პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება, თავისუფალი სასამართლო და არჩევანის თავისუფლების აღდგენაა.  

"პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება, თავისუფალი სასამართლო და და მთავარი სამოქალაქო უფლების - არჩევანის უფლების აღდგენა - ეს არის სამი მთავარი მოთხოვნა დღევანდელი აქციის. ჩვენ ყველანი ვაცნობიერებთ, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის დატყვევებული, მასთან ერთად დატყვევებულია ოპოზიციური პოლიტიკური აზრი და იმ 700 ათასი ადამიანის სურვილები და მისწრაფებები,"-აცხადებს ნუგზარ წიკლაური. 

დღის ამბები