პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი თანაპარტიელებისგან შიმშილობის დაწყებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიას და მის მხარდამჭერ რამდენიმე ორგანიზაციას, დაფინანსება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაცია "კურიერისთვის" გახდა ცნობილი.
მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს მისი გათავისუფლების მოთხოვნით, უფრო ქმედითი და რადიკალური ნაბიჯების გადადგმას სთხოვს, მათ შორის შიმშილობის დაუყოვნებლივ დაწყებას. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტია მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმის საპასუხოდ.