16 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს

"ნაციონალური მოძრაობა" მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს - ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, შიმშილობის აქცია იქამდე არ შეწყდება, ვიდრე პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

როგორც მელიამ აღნიშნა, შიმშილობას "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან დაიწყებენ, სადაც ამ წუთებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეწყობა.

პარტიის თავმჯდომარე ამბობს იმასაც, რომ შიმშილობის მასობრივ აქციაში ჩართვისკენ ვერავის მოუწოდებს, თუმცა რაც უფრო ბევრნი იქნებიან, საბოლოო მიზნის მისაღწევად, მით უკეთესი იქნება.

"მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ ახალ საეტაპო ბრძოლას და დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს კონსტიტუციური უფლება და არაძალადობრივი მეთოდია,"- აცხადებს ნიკა მელია.

დღის ამბები