16 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
არ ვფიქრობ, რომ ამ პროცესის მთავარი აქცენტი შეწყალება თუ ამნისტია უნდა იყოს - ნინო ლომჯარია ეროვნული თანხმობის ინიციატივაზე

როგორ უნდა განხორციელდეს ეროვნული თანხმობის პროცესი - ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტი ოპოზიციასთან შეხვედრებს განაგრძობს, პოლიტიკოსების გარდა პრეზიდენტთან მივიდა სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარიამ მედიასთან იმ აქცენტებზე ისაუბრა, რომელიც მისი აზრით შეთანხმების მიღწევის პროცესში უნდა გამოიკვეთოს:

"ვფიქრობ, რომ ამ პროცესისგან შესაძლებელია მართლაც შედგეს ეროვნული შეთანხმება იმაზე, თუ როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ და როგორი ინსტიტუციები შეიძლება გვქონდეს. ამიტომ ჩემთვის ამოსავალი იქნება, არა მარტო წარსულ საკითხებზე - შეცდომებზე, მიღწევებზე ეროვნული შეთანხმება, არამედ შეთანხმება უპირველეს ყოვლისა იმაზე, როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუტები და სად გვინდა რომ ვიყოთ, საითკენ არის და რა კურსი აქვს ქვეყანას.

შეწყალება თუ ამნისტია, არ ვფიქრობ, რომ უნდა იყოს მთავარი აქცენტი ამ პროცესის, თუმცა არ გამოვრიცხავ და ალბათ კარგი იქნება ეს საკითხებიც იყოს სხვა საკითხებთან ერთად განხილული," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები