აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტი პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე უნდა დაამტკიცოს. კანონპროექტს, რომელიც რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს, მმართველი გუნდის მხარდაჭერა აქვს. რეგულაციების მიხედვით, პირველ ეტაპზე გაიზრდება გადასახადი, აიკრძალება რეკლამა და დასაშვები ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე განისაზღვრება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ამბობს, ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ არ დაზიანდეს არც საზოგადოება და არც ეკონომიკური სექტორი.
"შეზღუდვები ეხება საჯარო თანამდებობის პირებს და ვფიქრობ, არც თქვენ მოგეწონებათ, როდესაც თქვენს მიერ არჩეული ან დანიშნული თანამდებობის პირი, ვინც თქვენ უნდა გემსახურებოდეთ და გაქვთ მისი იმედი, სინამდვილეში ბევრ დროს და ფულს უთმობს აზარტულ თამაშებს. რაც შეეხება აქედან მიღებულ შემოსავლებს ზოგიერთი ტელევიზიების სალაროში თუ სხვადასხვა სექტორის დაფინანსებას, მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორც საზოგადოებრივი ისე ეკონომიკური და ამ სექტორის კომერციული ინტერესების საუკეთესო განაკვეთში,"- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.