16 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
შიმშილობის დაწყებას ვერცერთ ვითარებაში ვერ მივესალმები, ვისურვებდი, პოლიტიკური პროცესი პარლამენტში იყოს - ნინო ლომჯარია ენმ-ზე

"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას მასშტაბური შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი გამოეხმაურა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ვერ მიესალმება შიმშილობის დაწყებას და ისურვებდა, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში იყოს.

"შიმშილობის დაწყებას ვერცერთ ვითარებაში ვერ მივესალმები. ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია. ეს ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია და ამ შემთხვევაში პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუმცა, როგორც სახალხო დამცველი, გულწრფელად რომ გითხრათ, ვისურვებდი, რომ პოლიტიკური პროცესი საქართველოს პარლამენტში იყოს," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები