16 ნოემბერი 2024,   11:01
ვრცლად
არეულობა ოკუპირებულ სოხუმში და 6-პუნქტიანი ულტიმატუმი ოკუპირებული აფხაზეთის არაღიარებული პრეზიდენტს - რა გავლენა ექნება კრემლს აფხაზეთის დე ფაქტო არჩევნებზე

არეულობა ოკუპირებულ სოხუმში თითქმის 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა. მომიტინგეებმა ე.წ სამართალდამცველების კუთვნილი ავტომობილები დააზიანეს, რასაც საპასუხოდ ცრემლსადენი გაზის და ხელკეტების გამოყენება მოჰყვა. იყო რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლაც. დაშავებულია 10-მდე პირი, მათ შორის ჟურნალისტები.

მას შემდეგ რაც დე ფაქტო ლიდერმა, აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, მას 6 პუნქტიანი ულტიმატუმი წაუყენეს. რაც ე.წ პრეზიდენტის იმპიჩმენტს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებასა და არჩევნების შერეული სისტემით ჩატარებას გულისხმობს.

უსამართლობას არ ეგუებიან - ამის მიუხედავად ე.წ "პრეზიდენტს" რუსეთთან საზიარო სუვერენიტეტის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო არ აკრიტიკებენ. უკმაყოფილების ჩამონათვალში ეს საკითხი საერთოდ არ მოხვდა. ძირითადი პრობლემა ენერგეტიკას, პანდემიის არასწორად მართვასა და ცალკეული დე ფაქტო ჩინოსნების გათავისუფლებას ეხება. რისი პირობაც, აქციისა და დაპირისპირების მიუხედავად, მაინც ვერ მიიღეს.

ერთი დე ფაქტო მმართველის დასასრული შეიძლება დადგეს, მაგრამ მას კრემლის მიერ შერჩეული სხვა პირი ჩაანაცვლებს. ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს, ბლოგერი გიორგი ჯახაია სწორედ კლანების დაპირისპირებით ხსნის. ის არ გამორიცხავს, პრივილეგია, სრულიად სხვა - მესამე პირს - კრემლის ერთგულ და კარგად გამოწვრთნილ ინალ არძინბას ერგოს.

გავლენის სფეროების განაწილების სურვილთან ერთად, არის სხვა მიზეზიც. კრემლს ე.წ "ურჩი" ჯგუფების განეიტრალებაც სურს. კონფლიქტოლოგი ლევან გერაძე, ოკუპირებულ რეგიონში სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას ვარაუდობს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც 3 თვეში აფხაზეთში ე.წ "საპარლამენტო არჩევნებისთვის" ემზადებიან.

უკმაყოფილების ტალღა ოკუპირებულ აფხაზეთში ნოემბერში დაიწყო. მაშინ, ე.წ "სამართალდამცველებმა" რამდენიმე პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის გამო მოსახლეობამ დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის დასჯა მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ. აქციის მონაწილეები, ახლა თავად ასლან ბჟანიას გადაყენებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში იანვარში ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.

დღის ამბები