16 ნოემბერი 2024,   10:58
ვრცლად
"მიხეილ სააკაშვილის კულტის ირგვლივ უნდა ჩავატაროთ მსხვერპლშეწირვა" - გიორგი ამილახვარი ფიქრობს, რომ ენმ-ს იდეოლოგია საერთოდ არ აქვს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" იდეოლოგია არ აქვს და მიხეილ სააკაშვილის "კულტს მსხვერპლს სწირავენ":  

""ნაციონალური მოძრაობა არც თავის დროზე იყო მაინცდამაინც სწორ იდეოლოგიაზე დაფუძნებული და ახლა საერთოდ არ აქვთ ეს იდეოლოგია. ახლა იდეოლოგია არის ერთი ადამიანის კულტად ქცევა, მიხეილ სააკაშვილის, რომლის ირგვლივაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ მსხვერპლშეწირვა, იმიტომ რომ ის სამართლიანად, კანონის საფუძველზე, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის იხდის სასჯელს," - განაცხადა გიორგი ამილახვარმა "ღამის კურიერში".

დღის ამბები