16 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 2024 წელსაც აპირებს

ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კიდევ ერთხელ აპირებს. ამის შესახებ მან ABC​-სთან ინტერვიუში განაცხადა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ის 2024 წელს ისევე ჯანმრთელად იგრძნობს თავს, როგორც დღეს, ის კენჭს ხელახალი ვადით იყრის.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, მიიღებდა თუ არა არჩევნებში მონაწილეობას დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება მისთვის კიდევ უფრო მაცდურად ჟღერს და დონალდ ტრამპთან კონკურენცია მისი მოგების შანსებს გაზრდის.


დღის ამბები