16 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
მნიშვნელოვანია პოლიტიკაში მყოფი პირები მიმართავდნენ დიალოგს და არა აქციებს, რომელიც ართულებს პანდემიურ სიტუაციას - ეკატერინე ტიკარაძე ენმ-ზე

ჯანდაცვის მინისტრი მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაწყებული პროტესტი ეპიდემიოლოგიურ ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს. 

ტიკარაძეს, მიაჩნია, რომ ყოველთვის არსებობს დიალოგის რესურსი და მნიშვნელოვანია პოლიტიკაში მყოფი პირები შეთანხმებისთვის ამ ფორმას მიმართავდნენ.

"მასობრივ შიმშილობას რაც შეეხება, როგორც მაშინ, ასევე, ახლაც, მესმის, რომ გარკვეული პროტესტის სახე არის დემოკრატიის ერთ-ერთი ნიშანი საზოგადოებაში და სახელმწიფოში. მესმის, რომ ადამიანები ცდილობენ გარკვეული დაძაბულობის შემოტანას იმისთვის, რომ მეტი ყურადღება მიიქციონ ამ პროცესში, თუმცა, ნამდვილად მივიჩნევ, რომ ყოველთვის არსებობს დიალოგის რესურსი და მნიშვნელოვანია პოლიტიკაში მყოფი პირები მიმართავდნენ დიალოგს და არა სხვადასხვა ფორმის საპროტესტო აქციებს, რომელიც ართულებს ქვეყანაში ისედაც არსებულ პანდემიურ სიტუაციას", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები