ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი პოლიტიკურ მხარეებს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ, ეროვნული თანხმობის მიღწევის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებს.
დეგნანი აღნიშნავს, რომ ეს პროცესი რთული და ხანგძლივი იქნება, თუმცა, საბოლოო კონსენსუსის მიღწევა ქვეყნისთვის აუცილებელია.
"პრეზიდენტის ძალისხმევა ამ მიმართულებით, ქვეყნისთვის ასეთ კრიტიკულ დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვნია. ეს გულისხმობს საზოგადოების გამთლიანებას და იმ დაპირისპირების შემცირებას, რაც არსებობს. ეს იმ დროს, როცა სტაბილურობა და უსაფრთხოება ასეთი მნიშვნელოვნია. მე ყველა მხარეს მოვუწოდებ, ამ პროცესში მონაწილეობა მიიღონ. აქ ჩართული არიან როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვანი და დაინტერესებული მხარეები, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, საქართველოს ეკლესია. ეს საკითხი ერთ დღეში ვერ მოგვარდება. პრეზიდენტი მზად უნდა იყოს, რომ ამ პროცესს ნაბიჯ -ნაბიჯ მიუყვეს და ხელი შეუწყოს კონსენსუსს,"-აცხადებს კელი დეგნანი.