16 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა დასრულდა

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა დასრულდა.

"ელჩების კონფერენცია 2021 - საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე", რომელიც ონლაინფორმატში გაიმართა.

ელჩებმა მიმოიხილეს საგარეო პოლიტიკის 2021 წლის მიღწევები და დასახეს სამომავლო გეგმები. ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, პრეზიდენტის და პრემიერ მინისტრის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ელჩების საქმიანობას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, 2021 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტი იქნება დეოკუპაციის მიმართულებით მუშაობა, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, რადგანაც როგორც ცნობილია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა საქართველოს განუსაზღვრა ახალი პრიორიტეტული მიმართულებები და იმისთვის, რომ ქვეყანამ 2024 წელს გააკეთოს განაცხადი აუცილებელია, რომ ასოცირების დღის წესრიგზე, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის გადაწყვეტილებებზე აქტიურად იმუშაოს და ის თარგმნოს უკვე პრაქტიკულ განზომილებაში.

მინისტრის თქმით, ეკონომიკური დიპლომატია და მეტი ინვესტიციების მოზიდვა, ისევე როგორც ქართულ დიასპორასთან ინტენსიური კომუნიკაცია და სხვადასხვა სახის დიასპორული პროექტები, ასევე იქნება საგარეო საქმეთა სამინიტროს 2022 წლის მთავარი პრიორიტეტები.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ქვეყნის პოზიციების გაძლიერების მნიშვნელობას და რეგიონში იმ სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებას, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრმა გააჟღერა გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან.

დღის ამბები