16 ნოემბერი 2024,   11:04
ვრცლად
შიმშილობის მეხუთე დღე - "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ისევ კარვებია გაშლილი

შიმშილობის მეხუთე დღე - "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ისევ კარვებია გაშლილი. მოთხოვნა უცვლელია, პროტესტის უკიდურესი ფორმით მოშიმშილეები ბრალდებული და მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ თითოეულ ადამიანს კარგად აქვს გაცნობიერებული, რისთვის და რის ფასად მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას.  

"გუშინ ჩვენთან იყვნენ ექიმები მოსულები, რომლებმაც შეისწავლეს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი სამედიცინო ისტორია და ამის შესაბამისად გასცეს რეკომენდაციები. მთავარი არის ერთი რამ, რომ თითოეული ადამიანი, ვინც აქ დგას, დგას თავისი თვითშეგნებით და ძალიან კარგად აქვს გათავისებული, თავის ჯანმრთელობის ფასად რისთვის იბრძვის," - ამბობს გიორგი ბოტკოველი. 

დღის ამბები