16 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
ოთხშაბათს პარლამენტი ახალ სპიკერს ირჩევს - ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეათე მოწვევის პარლამენტს უკვე მესამე თავმჯდომარე ეყოლება

ოთხშაბათს პარლამენტი ახალ სპიკერს ირჩევს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეათე მოწვევის პარლამენტს უკვე მესამე თავმჯდომარე ეყოლება. კახა კუჭავა, რომელმაც არჩილ თალაკვაძე შეცვალა და პოსტზე 8 თვე იმუშავა, ახლა სპიკერის პოსტთან ერთად უკვე მანდატსაც ტოვებს, თუმცა რჩება გუნდში და "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში. რაც შეეხება მის შემცვლელს, შალვა პაპუაშვილს, მას სავარაუდოდ ოპოზიციის დიდი ნაწილის მხარდაჭერა არ ექნება, თუმცა მიუხედავად ამისა, უმრავლესობას რომელსაც ახლა 84 მანდატი აქვს, ხმა მის დასამტკიცებლად ჰყოფნის.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ საკადრო ცვლილებით არაფერი შეიცვლება, თუმცა აცხადებენ, რომ პიროვნულ ფაქტორს პოლიტიკაში მნიშვნელობა აქვს. აქვთ მოლოდინი, რომ ახალ თავმჯდომარესთან მათი კომუნიკაცია არ იქნება ისეთივე მარტივი, როგორიც ეს უკვე ყოფილ სპიკერთან ჰქონდათ.

მმართველი გუნდი ოპოზიციას არ ეთანხმება. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ყოფილი თავმჯდომარის და ახალი სპიკერის პოლიტიკური შეხედულებები არ განსხვავდება. ამბობენ იმასაც, რომ ახალ პოზიციაზე არანაკლებ ღირსეული კანდიდატი შეარჩიეს, რომლის განხილვაც გუნდში დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დღის ამბები