16 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
სად მიდის ეკატერინე ტიკარაძე და ვინ იქნება მისი შემცვლელი - ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განმარტება

ეკატერინე ტიკარაძე არ აკონკრეტებს, თუ სად აპირებს წასვლას ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის ოფიციალურად დატოვების შემდეგ.

მისი თქმით, ისურვებდა, რომ სამინისტროში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები არ მოხდეს.

"არ მაქვს გეგმაში, რომ გავასაჯაროვო, თუ სად ვიქნები. პასუხისმგებლობისგან თავი არ ამიცილებია. ეს გამოჩნდება იანვარშიც, ვინაიდან მე ისევ აქტიურად ვიქნები ჩართული ჯანდაცვის სფეროში.

არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ მინისტრის ცვლილებასთან ერთად მოხდეს მასშტაბური საკადრო ცვლილებები, თუმცა ამ გადაწვეტილებას ალბათ ახალი მინისტრი თავად მიიღებს, ამასთან, ეს არის თითოეული იმ ადამიანის მისაღები გადაწვეტილება, რომელიც დღეს მუშაობს, თუმცა მე მივიჩნევ, რომ ისინი უნდა დარჩნენ.

მე გადავუხადე მადლობა ყველა იმ სამინისტროს და მის მინისტრს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული, მადლობა ბატონ პრემიერს მისი ჩართულობისთვის,"- განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა.

დღის ამბები