საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უნდა ჩანაცვლდეს, პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. უმრავლესობის მიერ მოთხოვნილია საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა, რაზეც გადაწყვეტილება ბიურომ უნდა მიიღოს.
ცოტა ხნის წინ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ პირველი ბრიფინგი გამართა მას შემდეგ, რაც სამსახურის ჩანაცვლების შესახებ გახდა ცნობილი.
"კანონპროექტი მოიცავს ძალიან ბევრ დისკრიმინაციულ მიდგომას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლების მიმართ, რაც, რა თქმა უნდა, არაკონსტიტუციურია. ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი არამხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, ძალიან საშიში პრეცედენტი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტისა და მისი დამოუკიდებელი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ეს არის სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის. მივმართავ საქართველოს პარლამენტს - შეწყვიტოს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის გაუქმების პროცესი,"-აცხადებს ლონდა თოლორაია.