03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
"ახალგაზრდა ადვოკატები" თავდაცვის სამინისტროს საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნას მოითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დაკავების საქმეზე გრიფის მოხსნას ითხოვს. ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, გამოძიების გამჭვირვალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რამდენადაც საკითხისადმი საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან დიდია.

„მნიშვნელოვანია საქმეს გრიფი საიდუმლო მოეხსნას, რათა პროცესი იყოს გამჭვირვალე და ობიექტური, მიუმხრობელი და ამ მიმართულებით ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა გრიფის მოხსნა. ბუნებრივია თავდაცვის სამინისტრო ალბათ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარემ არჩილ კაიკაციშვილმა.

თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსნის დაკავების შესახებ განცხადება გუშინ მთავარ პროკურატურაში გაკეთდა. მათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვა ედებათ ბრალად. 

ამავე თემაზე
დღის ამბები