16 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
8 დღიანი პროტესტისა და შიმშილობის შემდეგ დღეს ენმ-ს კიდევ ერთი წევრის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო

თბილისის საკრებულოს წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ეძგვერაძე 8 დღიანი პროტესტისა და შიმშილობის შემდეგ შეუძლოდ გახდა. 

პარტიის ოფისთან ამ დრომდე 200-ზე მეტი ადამიანი შიმშილობს, ისინი პროტესტის ნიშნად კარვებში რჩებიან.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან აქციის მოშიმშილეთა მოთხოვნები უცვლელია. ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ადგილზე 24 საათიან რეჟიმში მორიგეობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, მასობრივი შიმშილობის აქციაში ძალდატანებით არავინ მონაწილეობს. 

"ჩვენი საკრებულოს წევრი ირაკლი ეძგვერაძე, სამწუხაროდ შეუძლოდ გახდა. შესაბამისად, მისი ჰოსპიტალში ტრანსპორტირება გახდა საჭირო. ძალდატანებით არც მე და არც ჩემი მეგობრები ამ აქციაში არ ვიღებთ მონაწილეობას. ეს ბრძოლა დიდწილად გამოიღებს შედეგს უახლოეს მომავალში, ამაში ეჭვი არ მეპარება,"- აცხადებს ნიკა მელია. 

დღის ამბები