16 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმა და საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში - სადავო კანონპროექტზე მსჯელობა გრძელდება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების პროცესი პარლამენტში არ ჩერდება. ხმაურის მიუხედავად, კომიტეტებმა დღეს პროექტს მხარი დაუჭირეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედიზედ სამი დაჩქარებული კენჭისყრის შემდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა 2022 წლის 1-ელი მარტიდან გაუქმებულად გამოცხადდება.

მმართველი პარტია არ აპირებს არც შეერთებული შტატების ელჩის მოწოდების გათვალისწინებას, რის გამოც დღეს კელი დეგნანი პარლამენტში სპეციალურად მივიდა.

პროცესს აკრიტიკებს საქართველოს პრეზიდენტიც და ასევე ითხოვს განხილვის შეჩერებას. არ არის გამორიცხული, რომ სალომე ზურაბიშვილმა 3 წლის განმავლობაში პირველი ვეტოც გამოიყენოს, თუმცა მმართველი პარტიისთვის არც ეს არის ბარიერი. "ქართულ ოცნებას" ვეტოს დასაძლევად საკმარისი ხმები აქვს.

თავად ლონდა თოლორაიამ და არასამთავრობო სექტორმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

დღის ამბები