16 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა ლონდა თოლორაიას შესთავაზა კონკრეტული პოზიცია სახელმწიფო სამსახურში - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას სახელმწიფო სამსახურში კონკრეტული პოზიცია შესთავაზა - ამასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"ლონდა თოლორაია თითქმის 3 წელია იკავებს ამ თანამდებობას, ჩვენ ნაკლებად გვქონდა მასთან თანამშრომლობა, მაგრამ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მასთან ჰქონდათ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და მე ვიცი, რომ ისინი კმაყოფილი არიან ამ თანამშრომლობით და მე ასევე ვიცი ის, რომ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ლონდა თოლორაიასთან დაკავშირებით განცხადება და შესთავაზა კონკრეტული პოზიცია მას სახელმწიფო სამსახურში.

ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრი და სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადავიდა ამ ახალ უწყებაში.

როდესაც თანამშრომლები რჩებიან ადგილზე - ეს ერთი, როდესაც პრემიერი ლონდა თოლორაიას სთავაზობს ანალოგიურ თანამდებობას საჯარო სამსახურში, აქედან ჩანს, რა თქმა უნდა ჩვენი დამოკიდებულება მთლიანად ამ უწყების როგორც ხელმძღვანელის, ასევე სხვა თანამშრომლების მიმართ. აშკარად სპეკულაციებია საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვაქვს რაღაცა კონკრეტული პრობლემები," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები