16 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
თუ პრეზიდენტი ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, ეს მისი საქმეა, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით - მამუკა მდინარაძე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით, კანონპროექტზე ვეტოს დადების საკითხს მმართველ გუნდში ეხმაურებიან. როგორც მამუკა მდინარაძე განმარტავს, ვეტოს შემთხვევაში პრეზიდენტმა საკუთარი ვარიანტი უნდა წარადგინოს, მდინარაძეს ვერ წარმოუდგენია რა ალტერნატივა შეიძლება იყოს ეს.

"ვეტოს რაც შეეხება, თუ პრეზიდენტი ასე მიიჩნევს, ეს მისი საქმეა, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. ვინც ამაზე გააკეთა კომენტარი, პრეზიდენტის გადაწყვეტილება წინასწარ შეუძლებელია იცოდეს. რით დაასაბუთა მისი ეს მოლოდინი? რაიმე იცის, სამართლებრივად არის პრობლემა? ვეტოს პრინციპი შემდეგია: როდესაც ვეტოს დაადებს პრეზიდენტი, რომელიმე კანონპროექტს, ამ შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს ალტერნატივად საკუთარი ვარიანტი. ჩემთვის ამ წუთას არ არის განჭვრეტადი, რა ვარიანტი უნდა წარმოადგინოს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები