16 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
ექსპრეზიდენტი 40 დღიანი მკურნალობის შემდეგ ისევ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია -  ადვოკატების მტკიცებით, მისი მდგომარეობა გაუარესებულია

გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტი, 40 დღიანი მკურნალობის შემდეგ დააბრუნეს, ეტაპირება ერთი ქალაქიდან მეორეში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით განხორციელდა.

მსჯავრდებულ პრეზიდენტს რუსთავის მე-12-ე დაწესებულებასთან მხარდამჭერები და თანაგუნდელები უკვე ელოდებოდნენ. ექსპრეზიდენტთან შეხვედრები კი დღეს დილიდან განახლდა. საკანში შესახლების შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია პირველმა მისმა ინტერესების დამცველებმა გამოიტანეს. მათი თქმით, მდგომარეობა გაუარესებულია და დიაგნოზი, რომლის საფუძველზეც გორის ჰოსპიტალიდან გამოწერეს, ყალბია. 

მმართველი გუნდის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობის კურსი დაასრულა, მისი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა კი კანონის სრული დაცვით მოხდა.

რადიკალურად განსხვავებულია ენმ-ს პოზიცია და ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას აქვს ადგილი.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ნაწილი კვლავ განაგრძობს შიმშილობას, უკვე რამდენიმე დღეა პარტიის ცენტრალურ ოფისთან გაშლილია კარვები, როგორი იქნება ბრძოლის სტრატეგია მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტის სამედიცინო დაწესებულებიდან პენიტენციურში გადაიყვანეს, სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გაირკვევა, დღეს მთელი დღის განმავლობაში ექსპრეზიდენტის თანაგუნდელები ცენტრალურ ოფისში სამომავლო გეგმებზე მსჯელობდნენ.

დღის ამბები