გასული წლის მნიშვნელოვან მოვლენებს ასახელებს ოპოზიციაც. "ნაციონალურ მოძრაობაში" 2021-ის მთავარ ამბად მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას, ასევე, მათი ოფისის შტურმსა და ნიკა მელიას დაკავებას თვლიან.
"სტრატეგია აღმაშენებელი" კი გასულ წელს მომხდარ მოვლენებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვნად შარლ მიშელის შეთანხმებას მიიჩნევს. საკუთარ მოსაზრებაზე ამ მიმართულებით "კურიერთან" საუბრობენ "ლელო" და "გირჩიც".