16 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
პარლამენტის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ გასული წელი შეაჯამა და თანამშრომლები დააჯილდოვა

პარლამენტის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ განვლილი წელი შეაჯამა. შალვა პაპუაშვილმა სპიკერის რანგში საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიურ საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლა.

"რთული წელი გვქონდა იმ კუთხით, რომ იყო მუდმივი რისკი,  ხან განხორციელებული, ხან ვიდექით ამ რისკის წინაშე, რომ ოპოზიცია არ იქნებოდა სრულად ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში. იცით, რომ საბოლოო ჯამში  დღეს ვდგავართ იქ, რომ ნაციონალური მოძრაობა მარტოა დარჩენილი თავის ბოიკოტში. ოპოზიცია, დანარჩენი პარტიები ხედავთ, რომ ინტენსიურად არიან ჩართული საპარლამენტო ცხოვრებაში. 2024 წელს ვაპირებთ გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ასე რომ შემდეგი სამი წელი ჩემი გაგებით უნდა იყოს  ინტენსიური საკანონმდებლო საქმიანობა  და ვფიქრობ რომ ასეც იქნება, იმისთვის, რომ ქართული კანონმდებლობა დაუახლოვდეს ევროკავშირის კანონმდებლობას," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ის ადამიანები დააჯილდოვა რომელიც 25 წელზე მეტია უკვე პარლამენტში მუშაობენ. 

დღის ამბები