03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
არასამთავრობოების ნაწილი თავდაცვის სამინისტროს საქმის გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქმეში ჩართვას გეგმავს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე მათ მიიღეს ზოგადი ინფორმაცია, რის შემდეგაც გადაწყდება, რა ფორმით ჩაერთვებიან საქმეში.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ისინი, როგორც მინიმუმ, მონიტორინგს გაუწევენ თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების საქმის გამოძიებას.

მომხდარით დაინტერესებული არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოშიც“.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებით, ისინი უკვე იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროში, სადაც მიიღეს ინფორმაცია დაკავებულების შესახებ.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ისინი მონიტორინგს გაუწევენ გამოძიების პროცესს, რის შემდეგაც საზოგადოებას საკუთარ პოზიციას გააცნობენ.

დღესვე ცნობილი ხდება, რომ საქმეში ჩაერთვება პარლამენტის  ნდობის ჯგუფი, რომელიც თავდაცვის საკითხებზე მუშაობს და საიდუმლო დოკუმენტაციასთან ხელი მიუწვდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები