03 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
„საქართველო, ებოლას ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ძალიან დაბალი რისკის ქვეყანაა,“ - ამირან გამყრელიძე

„საქართველო, ებოლას ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ძალიან დაბალი რისკის ქვეყანაა,“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან დღეს ებოლას ვირუსთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საგანგებო შეხვედრა გამართა.

ცენტრის თანამშრომლებმა მედიის წარმომადგენლებს საზოგადოების სწორად ინფორმირებისთვის ინფექციური დაავადების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილზევე მოხდა ებოლას ვირუსის გავრცელების დროს სამედიცინო პერსონალის სამუშაო წესის გაცნობაც.

ამირან გამყრელიძის თქმით, მართალია, საქართველო „ძალიან დაბალი რისკის ქვეყანა, მაგრამ ამ დაავადების იმპორტის თეორიული შანსი, რა თქმა უნდა, არსებობს ისევე, როგორც  ყველა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მზადყოფნა უნდა იყოს.“

ამავე თემაზე
დღის ამბები