03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
არასამთავრობოები პრეზიდენტს ფარული მოსმენების კანონის გადავადებაზე რეაგირებას სთხოვენ

კამპანიაში ”ეს შენ გეხება” ჩართულმა ორგანიზაციებმა მოსმენების შესახებ კანონის ალტერნატიული ვერსია წარადგინეს. ახალი კანონპროექტი ე. წ. 2 გასაღებიან მოდელს ითვალისწინებს. მაგრამ არასამთავრობოები არც ამჯერად ემხრობიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაღების ფლობას.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის“ თავმჯდომარე, ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ, თუკი დარჩება დღეს არსებული მოდელი, მივიღებთ ანალოგიურ პრობლემებს, რაც ქვეყანაში აქამდეც არსებოდა.

ტუღუშის თქმით, ეს არის ის საზღვარი, რომლის აქეთ არის დემოკრატია, იქით კი ავტორიტარიზმი.

პრეზიდენტის მიერ შესაბამისი რეაგირების აუცილებლობაზე  საუბრობს „საქართველოს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წევრი, ზვიად ქორიძე და იმედს გამოთქვამს, რომ დღეს პარლამენტში გამართული დისკუსიის შემდეგ მარგველაშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებას წაადგება.  

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა კი კიდევ ერთხელ ისაუბრა არასამთავრობოების მიერ შემუშავებულ ალტერნატიულ კანონპროექტზე და აღნიშნა, რომ დოკუმენტის მიხედვით ფარული მოსმენებზე გასაღები  შსს-ს ჩამოერთმევა და ის მობილური ოპერატორებისა და სასამართლოს ხელში გადავა. ეკა გიგაურის თქმით, ეს კომპრომისული ვარიანტია, რადგან ევროპაში გასაღები მხოლოდ მობილური ოპერატორების ხელშია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები