26 აპრილი 2024,   15:52
ვრცლად
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის საელჩოდან დიპლომატების გაწვევა დაიწყო

გაზრდილი საფრთხეებიდან გამომდინარე დიდმა ბირიტანეთმა უკრაინის საელჩოდან თანამშრომლების გაწვევა დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბრიტანელი დიპლომატებისთვის კონკრეტული საფრთხე არ ყოფილა, მაგრამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე კიევში მომუშავე პერსონალის დაახლოებით ნახევარი დიდ ბრიტანეთში ბრუნდება. 

აშშ კი იუწყება, რომ რუსეთი უკრაინაში "ნებისმიერ დროს" შეიძლება შეიჭრას, თუმცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ამ დრომდე ადგილზე რჩება. 

რუსეთმა საბრძოლო მოქმედებებისთვის მზადება უარყო, თუმცა საპირისპიროზე მეტყველებს ათი ათასობით ჯარისკაცის მობილიზება რუსეთ-უკრაინის საზღვარზე.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კი, ამერიკელ მოქალაქეებს მოუწოდებს უკრაინაში არ იმოგზაურონ და ქვეყანა დატოვონ. უსაფრთხოების პირობები განსაკუთრებით არაპროგნოზირებადია უკრაინის საზღვრებთან.

დღის ამბები