03 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
ორსული მეუღლის ცემისთვის კახეთში 35 წლის მამაკაცი დააკავეს

31 წლის ორსულ ქალს სცემა მეუღლემ დედოფლისწყაროში.

მარინა აბესაძე ამ დროისთვის დედოფლისწყაროს საავადმყოფოშია სისხლჩაქცევებით, დაჟეჟილობებითა და მოტეხილობებით მოთავსებული.

იგი აცხადებს, რომ ქმარმა მას ფიზიკურ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

შემთხვევა ერთ-ერთ ფერმაში მოხდა, სადაც აბესაძის მეუღლე მწყემსად მუშაობდა. ნასვამი მამაკაცი მეუღლეს 13 წლის ქალიშვილისა და ფერმის პატრონების თვალწინ სცემდა და მათი გაშველება არავის უცდია.

ქალი ყვება, რომ ეს ფიზიკური ანგარიშსწორების პირველი შემთხვევა არაა.

პოლიციამ მოძალადე ქმარი - 35 წლის შალვა ძალიაშვილი უკვე დააკავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები