16 აპრილი 2024,   18:32
ვრცლად
ზუგდიდში ქალის ცემის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს ბრალს დღეს წარუდგენენ

ზუგდიდში ქალის ცემის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს ბრალს დღეს წარუდგენენ.

დღესვე პროკურატურაში მარიამ სიჭინავა იკითხება, რომელმაც ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსა.

როგორც სიჭინავა ამბობს, ვიდეოს ავტორის კონფიდენციალურია და მის გასაჯაროებას სხვადასხვა გარემოებების გამო არ აპირებს. 

"მე ვიდეო მივიღე იმ პირობით, რომ წყაროს დავტოვებდი კონფიდენციალურს. არ ვაპირებ ამ ადამიანის გაცემას იმიტომ, რომ ის ახლაც არის ფსიქოლოგიურ სტრესში და მას შემდეგ, რაც მის ვინაობას გავამხელ, არ ვიცი მას და მის ოჯახის წევრებს რა ფსიქოლოგიური ზიანი მიადგება, როგორც დაემუქრებიან,"- აცხადებს მარიამ სიჭინავა.

დღის ამბები