20 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
ბესიკ თამლიანი და მასთან ერთად დაკავებული სამი აქტივისტი პატიმრობაში რჩებიან

ბესიკ თამლიანი და კიდევ სამი აქტივისტი, რომლებიც ნოემბერში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს, პატიმრობაში დარჩებიან. წინასწარი პატიმრობის შეფარდებიდან ორი თვე გავიდა, კანონმდებლობის შესაბამისად დღეს სასამართლოს შესაძლებლობა ჰქონდა აღკვეთის ღონისძიებისთვის გადაეხედა.

ადვოკატები ბრალდებულების 2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

მოსამართლემ უპირატესობა პროკურორების პოზიციას მიანიჭა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი არსებობდა.

სასამართლო პროცესზე ინციდენტიც მოხდა. ხმამაღალი საუბრის გამო მოსამართლემ ბესიკ თამლიანი რამდენჯერმე გააფრთხილა, რის შემდეგაც დარბაზიდან გააძევა.


დღის ამბები