03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
არასამთავრობოები პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებას სთხოვენ

კამპანია ”ეს შენ გეხებას” წარმომადგენლებს პრეზიდენტი შეხვდა.

შეხვედრა გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით გაიმართა და პრეზიდენტმა მიიღო ინფორმაცია ფარული მიყურადების შესახებ კანონის ირგვლივ შექმნილ ვითარებასა და სამოქალაქო სექტორის ახალ ინიციატივაზე.

არასამთავრობოები ორმაგი გასაღების პრინციპზე ლაპარაკობენ. თუმცა, მათ სქემაში მაინც არ ფიგურირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ, თუ პარლამენტი კანონპროექტს გადაავადებს, ისინი ოფიციალურად სთხოვენ პრეზიდენტს, გამოიყენოს ვეტოს უფლება.

მისი თქმით, ყველაზე მავნე პრაქტიკა, რაც წინა პერიოდშიც იყო და, მაღალი ალბათობით, ეხლაც ხორციელდება, არის ის, რომ სასამართლო განჩინების მიღმა არ უნდა მოხდეს მოსმენები. კოჟორიძე განმარტავს, რომ  ის ცვლილებები, რაც უკვე განხორციელდა, ამ პროცესს ვერ აზღვევს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი კი აღნიშნავს, რომ მან პირადად სთხოვა პრეზიდენტს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენება გადავადების წინააღმდეგ. თუმცა, მარგველაშვილისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.  

თავად მარგველაშვილს შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ გააკეთა.

ბესარიონ აბაშიძის თქმით, პრეზიდენტის სურვილი იყო, რომ ამ პროცესში ჩართული ყველა მხარის მოსაზრება მოესმინა. თუმცა, სამწუხაროდ, ამ დრომდე შსს-სთან მოსაზრებების გაცვლა ვერ ხერხდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები