25 აპრილი 2024,   08:41
ვრცლად
რა შემთხვევაში გადაჰყავთ კოვიდინფიცირებული ბავშვი კლინიკაში - ჰოსპიტალიზაციისთვის საჭირო 11 კრიტერიუმი

18 წლამდე კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის ახალი გაიდლაინი ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. დადგენილებაში უცვლელია პედიატრიული პაციენტების კლინიკაში გადაყვანის ინდიკატორები. 28 იანვარს დამტკიცებული დოკუმენტით, კოვიდინფიცირებულ ბავშვებში მაღალ რისკად ითვლება შემდეგი გარემოებიდან რომელიმე ერთ-ერთის არსებობაც კი:

1. 1 წელზე პატარა ასაკი;

2. დადასტურებული პნევმონია;

3. მუდმივი მაღალი ტემპერატურა 3-5 დღის განმავლობაში;

4. დაავადების ხანგრძლივობა 1 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, თუ არ არის გაუმჯობესება ან გამწვავება პროგრესირებს;

5. თუ არტერიული ჟანგბადის გაჯერების მაჩვენებელი ოთახის ჰაერზე 92 პროცენტზე ნაკლებია;

6. სუნთქვის უკმარისობა;

7. ​თანმხლები ქრონიკული მდგომარეობა (ფილტვების ქრონიკული დაავადება (ზომიერი ან მძიმე ასთმა); გულსისხლძარღვთა დაავადებები; თირკმელების ქრონიკული დაავადება; ღვიძლის ქრონიკული დაავადება; ნერვ-კუნთოვანი დაავადება; ენდოკრინული დარღვევები (მაგ., შაქრიანი დიაბეტი); მეტაბოლური დარღვევები);

8 .იმუნოსუპრესიული პაციენტი (კიბო, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ორგანოს გადანერგვა, იმუნომოდულაცია და გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზა);

9. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი და კავასაკის დაავადების მსგავსი კლინიკური მახასიათებლები;

10 .მძიმე სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი ≥120% 95-ე პერცენტილზე);

11. გასტროენტერიტის სურათი ზომიერი ან მძიმე დეჰიდრატაციით.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, 2021 წლის 1 ოქტომბრამდე სულ დაინფიცირდა 18 წლამდე ასაკის 90 680 ბავშვი, რაც ინფიცირებულთა 14,8 პროცენტია. ამ პერიოდში კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანეს 7708 ბავშვი (8,5%), მათგან გარდაიცვალა 8 (0,1%).

დღის ამბები