26 აპრილი 2024,   15:23
ვრცლად
ევროკავშირი აზერბაიჯანის მხრიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდას მიესალმება - ევროკომისარი ალიევს შეხვდა

ევროკავშირი აზერბაიჯანის მხრიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდას მიესალმება, ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა ქადრი სიმსონმა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირს აზერბაიჯანთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს და ევროპისთვის სანდო ენერგიის მიმწოდებელია.

სიმსონთან შეხვედრამდე, ალიევმა ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობის ახალი ეტაპის თაობაზე განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი ასევე მიწოდება საქართველოს, ბულგარეთსა და საბერძნეთს. მან მადლობა გადაუხადა სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტში მონაწილე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს. უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშრი ენერგო რესურსების დივერსიფიცირებისთვის დამატებით წყაროებს ეძებს.

დღის ამბები