თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურმა სამგორის რაიონში, რიგის პარკის მიმდებარე ბულვარის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო. დაგეგმილია საბავშვო და სპორტული მოედნების, სასმელი წყლის შადრევნების, ფანჩატურების, საფეხმავლო ბილიკების, განათების, და სარწყავი სისტემების მოწყობა. სამუშაოების დასრულება 2022 წლის სექტემბერში იგეგმება და მისი სავარაუდო ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადგენს.
თბილისი მერის კახა კალაძის თქმით, რიგის სკვერში მოეწყობა დასასვენებელი პარკი, რეკრეაციული სივრცე და სხვა.
"ჩვენ გასულ წელს დავამთავრეთ რიგის სკვერის მთლიანი მოწესრიგება - განახლება, რომელიც ულამაზესი სივრცე გამოვიდა და მაშინვე განვაცხადეთ, რომ მხოლოდ ამაზე არ გავჩერდებოდით. ვინაიდან სივრცე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დამატებით მოწყობილიყო დასასვენებელი პარკი, რეკრეაციული სივრცე, ეს არის კვარტლებს შორის არსებული სივრცე,"- აღნიშნა კახა კალაძემ.