03 მაისი 2024,   16:37
ვრცლად
ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ მეთაურებმა ევაკუაციის გამოცხადების შესახებ ვიდეო ორი დღით ადრე ჩაწერეს - Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფი

მიმართვები, რომელიც თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების ხელმძღვანელებმა დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა  სიტუაციის გამწვავების გამო რუსეთში მოსახლეობის მასობრივი ევაკუაციის დაწყებასთან დაკავშირებით გაავრცელეს, შესაძლოა. ჯერ კიდევ 16 თებერვალს ყოფილიყო ჩაწერილი. ამას მოწმობს ვიდეოს მეტამონაცემები, რომელიც Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის წევრმა არიკ ტოლერმა გამოიკვლია.

ვიდეოში ე.წ რესპუბლიკების მეთაურებმა დონეცკსა და ლუგანსკში მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს და უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მომდინარე საფრთხის გამო მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისკენ მოუწოდეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო კი დონეცკის მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები და არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან მათი ინფორმაციით ოკუპირებულ დონეცკში რუსულმა სპეცსამსახურებმა სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები დანაღმეს, რათა შემდგომ სისხლისღვრაში უკრაინის ცენტრალური ხელისუფლება დაადანაშაულონ.

დღის ამბები