03 მაისი 2024,   18:05
ვრცლად
დონბასში დაბომბვის შედეგად უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

19 თებერვლის დილის 9 საათისთვის, რუსეთ-საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 19 დარღვევა დაფიქსირდა, მათგან 16 შემთხვევაში გამოყენებული იყო მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი. დაიღუპა ერთი უკრაინელი ჯარისკაცი.

ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბ-ბინის პრესცენტრი იტყობინება.

როგორც შეტყობინებაშია აღნიშნული, მტერმა გამოიყენა 122 მმ კალიბრის საარტილერიო სისტემები, 120 მმ და 82 მმ კალიბრის ნაღმტყორცნები, სხვადასხვა სისტემის ყუმბარმტყორცნები. დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონის სოფელ მირონოვსკისთან დაბომბვის შედეგად ერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობა მიიღო და დაიღუპა.

დღის ამბები